English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილი
მეცნიერების და ინოვაციების გლობალიზაცია

ანოტაცია.

მეცნიერება როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო, ყოველთვის გლობა-ლური იყო, თუმცა მხოლოდ XX ს-ის მეორე ნახევარში გახდა მეცნიერება წარმოების ახალ ცოდნისა და ტექნოლოგიების დარგი. აღნიშნულია თავდაპირველი მეცნიერული კვლევები, რომ-ლებიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ინოვაციების აღმოცენებას. მითითებულია იმ ინოვა¬ციათა შესახებ, რომლებიც მეცნიერული ცოდნის გამოყენების ხარისხის მიხედვით იქმნება. მოცემულია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გამოწვევები და მათი გადაჭრის აუცილებელი პირობები. ხაზ-გასმულია ინოვაციათა სასიცოცხლო აუცილებლობა და მეცნიერებაზე დანახარ¬ჯების გადი¬დება. მოცემულია რეკომენდაციები გრძელვადიანი ინოვაციური პოლიტიკის განხორ¬ციელებისათვის, ეკოლოგიურად სუფთა, ტექნიკურად უსაფრთხო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებისათვის.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ინტელექტუალური რესურსები, ინოვატიკა, მეცნიერება, ერთიანი გლობალური კომპლექსი, ტექნოლოგიური ინოვაციები.

 

მსოფლიო ეკონომიკა XX ს-ის ბოლო მეოთხედიდან მოყოლებული, ვითარ¬დება გლობალური ანუ ზოგად მსოფლიო პრობლემათა მზარდი გავლენით. ამ პრობლემათა წარმოქმნა მსოფლიო მეურნეობის გლობალიზაციის ცხადი გამოვლინებაა, რომელიც მიმდინარეობს კონფლიქტური, პრობლემური, წინააღმდეგობრივი ფორმით.

„გლობალიზაცია მიმდინარე პროცესია, რომელსაც, როგორც მიიჩნევენ, პლანეტა მიჰყავს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჰომოგენიზაციისაკენ ქვეყნებს შორის მზარდი ურთიერთქმედების საშუალებით, რომელსაც მინიმალურად აფერხებს მანძილები და სახელმწიფო საზღვრები" [4].

„გლობალიზაცია იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა დღეს მნიშვნელოვნად განისაზღვრება იმით, რაც მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო მასშტაბით ხდება. ერთიანობის პულსაცია ჩვენი პლანეტის ყოველ ნაწილში იგრძნობა" [2].

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური მართვადი კონტურის წყალობით, ჩვენი პლანეტის ბაზრის ნებისმიერ ბოლოში უმცირეს ცვლილებაზე გამოძახილი მყისიერია.

ყოველ გლობალურ პროცესს თავისი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც, პლანეტარული მასშტა-ბით, სიგნალთა გადაცემისათვის განსაზღვრულ გლობალურ ტექნოლოგიებს იყენებენ.

მეცნიერება, როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო, ყოველთვის გლობალური იყო, თუმცა მხოლოდ XX ს-ის მეორე ნახევარში გახდა წარმოების ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების დარგი.

თანამედროვე ეკონომიკამ ისწავლა, მიღებული დოვლათი გადააქციოს თავისუფალ დროდ და ეს დრო გადასცეს მეცნიერების განკარგულებაში, რომლებიც, ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილნი, გამოიმუშავებენ თანამედროვე ცივილიზაციის ძირითად პროდუქტს _ ცოდნას, რომელიც ეკონომიკის განვითარების ძირითად რესურსს შეადგენს.

მეცნიერს აუცილებლად სჭირდება საინფორმაციო გარემო და სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც უნარი ექნება, მიმართულება მისცეს, განიხილოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეაფასოს მისი მიღწევები. სამეცნიერო წრეში სახელის და გავლენის მოპოვებით მეცნიერი ზოგჯერ თავისი ქვეცნობიერის დონეზე ახერხებს მისი მძიმე და, ჩვეულებრივ, არცთუ მაღალ-ანაზღაურებადი შრომის მოტივაციას.

ინდუსტრიული განვითარების ეტაპზე ძირითადი რესურსი გახდა ცოდნა და მისი მატარებლები _ ცოდნის დამცველები და მწარმოებლები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან არა მარტო ტრადიციული მეცნიერები, არამედ მენეჯერები, მეწარმენი, - ყველა, ვისაც უნარი აქვს გამოიმუშაოს ახალი ცოდნა, როგორც ტრადიციული აღმოჩენების და გამოგონებების, ასევე ტექნოლოგიური, ფინანსური და ნოუ-ჰაუს მართვის ფორმით.

ეს ადამიანები თანამედროვე ეკონომიკაში იძენენ უზარმაზარ დამოუკიდებელ ფასეულობებს, მათში თავმოყრილია უმეტესი კომპანიების ძირითადი ქონება, რომლებიც ინფორმაციის, ფინანსების, ინოვაციების, მრავალგვარი კონსალტინგის სფეროში მუშაობენ.

ცოდნის მატარებლები - საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსია.

თანამედროვე წარმატებული კომპანიები, აღიარებენ რა ცოდნას კაპიტალად, „ხვდებიან", რომ ცოდნით მართვაზე უარის თქმა დაუშვებლად ძვირი დაუჯდებათ.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ზამბარას წარმოადგენს კონკუ-რენცია ინტელექტუალური რესურსებისათვის და მასთან დაკავშირებული ინოვაციური შესაძლებ-ლობებისათვის. ამასთან, საუბარი ეხება არა მარტო ტექნოლოგიებს, არამედ ორგანიზაციულ და მართვის ინოვაციებს, რომელთა მატარებლები მენეჯერები არიან. ეს ბრძოლა მიმდინარეობს ცალკეულ პირებს, კომპანიებს, ქვეყნებს და ეკონომიკურ სისტემებს შორის.

ამჟამად სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოების ზრდის საფუძველი და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ძირითადი ელემენტი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად მეცნიერული კვლევები დაედო საფუძვლად თანა-მედროვე ინოვატიკის აღმოცენებას  XX ს-ის დასაწყისში, როცა დაიწყეს ტექნიკური სიახლეების მასშტაბური კანონზომიერებების შესწავლა. პირველი ინოვაციური კანონზომიერება აღმოაჩინა ნ. დ. კონდრატიევმა 1920-იან წლებში. მეცნიერის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა მძლავრი ბიძგი მისცა ინოვაციების შესწავლის დაწყებას და მათი როლის კვლევას ეკონომიკის განვითარებაში.

ნ. დ. კონდრატიევის და მისი თანამოაზრეების იდეებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს ეკონომიკაში გრძელი და საშუალო ტალღების არსებობა, დიდი გავლენა მოახდინა ი. შუმპეტერის კვლევებზე, რომელსაც ინოვაციების თეორიის ფუძემდებლად თვლიან. იგი იკვლევდა ინოვაციურ პროცესებს და გამოავლინა მეწარმის როლი ინოვაციურ პროცესში. მეცნიერის აზრით, მეწარმე არის დამაკავშირებელი რგოლი გამოგონებასა და ინოვაციას შორის. მან მიუთითა, რომ `მოგება, არსებითად, არის ახალი კომბინაციების შესრულების შედეგი, განვითარების გარეშე არ არის მოგება, მოგების გარეშე არ არის განვითარება" [7].

თანამედროვე ეტაპზე აუცილებლად ერთობლივად უნდა განვითარდეს მეცნიერება და ეკონომიკა. ეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გამოწვევაა. ამისათვის კი რამდენიმე პირობის ერთდროულად თანაარსებობაა საჭირო. კერძოდ:

საზოგადოებაში უნდა იყოს ადამიანთა საკმარისი რაოდენობა, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ინფორმაციის დამუშავებით, ახალი ცოდნის მოპოვებით და მისი მიყვანით გამოგონებამდე და ტექნოლოგიურ ინოვაციებამდე.

ეკონომიკა უნდა იყოს იმგვარად ორგანიზებული, რომ ადამიანებს, რომელთაც ბუნებით აქვთ ბოძებული მეცნიერის ან გამომგონებლის ტალანტი, შეეძლოთ შრომა მეცნიერებასა და ტექნო-ლოგიური ინოვაციების შემუშავების დარგში.

ამისთვის აუცილებელია არსებობდეს ეკონომიკური ინსტიტუტები, რომლებიც ისე გადაანა-წილებენ საზოგადოებრივ სიმდიდრეს, რომ უზრუნველყოფენ ადამიანებს მეცნიერების დარგში მუშაობის შესაძლებლობით.

ინოვაციები ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული, ზუსტად  ხომ არ არის ცნობილი, მოიტანს თუ არა სიახლე მოსალოდნელ შედეგს. მეცნიერი და გამომგონებელი თავისი დროითა და დახარჯული ძალისხმევით რისკავს, ხოლო მეწარმე _ ინოვაციურ პროექტში დაბანდებული ფულით. ასეთ რისკზე წასვლა დამოუკიდებლად შეუძლია მხოლოდ ისეთ ხალხს, რომელნიც შეჩვეულები არიან, გადაწყვეტილება მიიღონ თავისუფლად და მთელი პასუხისმგებლობით.

ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ისეთ სიტუაციებს, როცა ტექნოლოგიური ინოვაციები სწორად ტარდებოდა, ჰქონდათ სავსებით საკმარისი ინსტიტუციური უზრუნველყოფა, მაგრამ ეკონომიკური განვითარება პრაქტიკულად არ იყო. როგორც აღმოჩნდა, აუცილებელია კიდევ ერთი, მესამე პირობის შესრულება.

საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ღირებულებათა სისტემა, ის მიზანდასახულობანი, რომლებიც სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

ამერიკული მენეჯმენტის პატრიარქად წოდებული პიტერ დრუკერი თვლიდა, რომ წარმა-ტებების 80% განისაზღვრება მეცნიერულ მიდგომებზე დამყარებული მართვის და მენეჯ¬მენტის ეფექტიანობით. მისი აზრით, ეკონომიკური ბაზისი, ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგია, ხალხის ტალანტი რაციონალურად ამოქმედდებიან სამეურნეო ბრუნვაში და მოგვცემენ დადებით შედეგებს მართვის მოქნილი, გააზრებული და ეკონომიკური სისტემის გამოყენების პირობებში.

მეცნიერული ცოდნის გამოყენების ხარისხის მიხედვით იქმნება ინოვაციები, რომლებიც ემყარება ფუნდამენტურ მეცნიერულ ცოდნას, მეცნიერული კვლევების გამოყენებას შეზღუდული სფეროთი, არსებულ მეცნიერულ ცოდნას სხვადასხვა დარგში, მსხვილი პროგრამების გამოყენებას დამხმარე შედეგებში, უკვე ცნობილ ტექნოლოგიებს.

მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებიც ინოვაციებს აქცევენ განვი-თარების პრიორიტეტულ წყაროდ, მოწინავე პოზიციებს იკავებენ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარების ყველა მაჩვენებლის მიხედვით. ინოვაციურად აქტიური საწარმოების ხვედრითი წილი განვითარებულ ქვეყნებში საწარმოთა მთელი რიცხოვნობის 80%-ს აღწევს. რუსეთში ეს მაჩვე¬ნებელი 5-6 %-ია.

სახელმწიფო და კორპორაციები იბრძვიან საუკეთესო სამეცნიერო ძალების მისაზიდად. წამყვანი სახელმწიფოები საკმაოდ გულუხვად ახდენენ არა მარტო ტექნოლოგიური კვლევების ასიგნებას, არამედ ფუნდამენტური მეცნიერებებისაც და, უბრალოდ, მეცნიერთა ურთიერთობასაც კი კონფერენციების, სიმპოზიუმების და ა. შ. სახით. ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მით უფრო წარმატებულია, მშპ-ის სულ მეტი წილი იხარჯება მეცნიერებაზე.

მიუხედავად ინოვაციათა სასიცოცხლო აუცილებლობისა, ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებშიც კი პრობლემატური ხდება მეცნიერებაზე დანახარჯების გადიდება. მიზეზთა შორის უპირველესია ის, რომ ნებისმიერი ახალი იდეა ან პროდუქტი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. ამასთან, თავად გამომგონებლები ხშირად ვერაფერს იღებენ და მოგება სხვებს რჩებათ, რის გამოც ახალი იდეების შექმნის ინტერესი ეკარგებათ არა მხოლოდ მეცნიერებს და ინოვატორებს, არამედ იმ ადამიანებს ან სტრუქტურებს, რომლებიც აფინანსებენ მეცნიერულ კვლევებს ადრეულ სტადიაზე. მეორე ფაქტორია ის, რომ გამომგონებელმა გაცილებით მეტი იცის საკუთარი გამოგონებისა და მისი პოტენციური გამოყენების შესახებ, ვიდრე იმ ინვესტორმა, ვისაც გააჩნია შესაბამისი სახსრები იდეის ფინანსური უზრუნველყოფისათვის. მეცნიერთათვის ძალზე რთულია ადეკვატურად წარადგინონ საკუთარ პროექტთა ღირსებანი და დაამტკიცონ, რომ წარმოდგენილი იდეა სამრეწველო რეალიზაციისას მოგებას მოიტანს.

აშშ-ში მეცნიერული კვლევები, ადრეულ სტადიაზე, სახელმწიფოს მიერ (ეს საბიუჯეტო თანხები, საშუალოდ, პროექტებში ჩადებული ფინანსური რესურსების 34%-ს შეადგენს) და `ვენჩერული" კაპიტალით (ესეც 34 %-ია), ფინანსდება, კიდევ 25 %-ს მეწარმეები დებენ პროექტებში და მომავალში დიდი მოგების იმედი აქვთ.

ყოფილი სსრკ-დან გამოყოფილ ქვეყნებში მდგომარეობა აშშ-სთან შედარებით კარდი-ნალურად განსხვავებულია: მეწარმეები, როგორც წესი, არ დებენ ფულს მეცნიერული აზრის კომერციალიზაციისათვის, ხოლო სახელმწიფოებს კი, ან არ აქვთ შესაბამისი რესურსები, ან თუ აქვთ _ არ იციან როგორ იმოქმედონ აღნიშნულ სფეროში (მეცნიერული იდეის კომერციალიზაციის თვალსაზრისით).

მეცნიერება, ანუ კვლევათა სისტემა, ის ერთადერთი ინოვაციის არხია, რომელზეც საქართ-ველოს ხელისუფლება აქტიურად ზემოქმედებს რეფორმის პროცესში.

საქართველოში ინოვაციური საქმიანობის განვითარებას დიდად აფერხებს ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების უაღრესად დაბალი დონე, დაუხვეწავი, არასრული საკანონ-მდებლო ბაზა, ვენჩერული ფონდებისა და ინოვაციური საქმიანობის რისკების დაზღვევის სისტემის არარსებობა, ინოვაციური მეწარმეობის ხელშემწყობი სატარიფო პოლიტიკის გაუტარებლობა, ინოვაციური საქონლის იმპორტის არაჯეროვანი წახალისება და სხვა.

მსოფლიო გამოცდილებიდან ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიაღწიეს მაღალ შედეგებს, რომელთა მთავრობებმა მიზანდასახული გრძელვადიანი ინოვაციური პოლიტიკა განახორციელეს. ეროვნული ეკონომიკები განიცდიან როგორც ზრდის, ასევე ვარდნის პერიოდებს, მაგრამ ათობით წლის მონაკვეთზე გაზომილი საბოლოო ზრდა, შეიძლება მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნაში ინვესტირებას მივაწეროთ.

მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

როგორც ილია ჭავჭავაძე გვასწავლის: „სხვების მიერ უკვე განვლილ გზას, მათ გამოცდილებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და მას უეჭველად უნდა ვიყენებდეთ ადგილობრივი თავისებურებების შესწავლისა და ყოველმხრივ დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე“. იგი უმთავრეს მიმართულებად მიიჩნევდა, თუ როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით, რას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება.

მაგალითისათვის, ილიას აზრით, მსოფლიო ასპარეზზე ევროპის დაწინაურება განაპირობა  მეცნიერებამ და მხნეობამ, ჭკუამ და ხელმა, დღევანდელობით დაუკმაყოფილებლობამ და უკეთე-სობის წყურვილმა. იგი აღნიშნავდა: „ისტორია და წარმატება _ მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპელი... რადგანაც ამისთვის ხელში აქვს მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხალხის უკეთესობისა და მწვავე უკმარისობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ძლევამოსილი წინმსვლელობა... დიადი წარმატება" [5, გვ. 114].

ბოლო ხუთი-ექვსი საუკუნის განმავლობაში ევროპელები უდავოდ მოწინავენი არიან მეცნიე-რებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებში.

კაცობრიობა უფრო მეტად აღიქვამს თავის თავს ერთიან ორგანიზმად. ევროპის მოწინავე ქვეყნები, ამერიკა და აზია სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, თანდათან ქმნიან ერთიან კულტურას, ბიზნესის საერთო წესებს, ქცევის სტერეოტიპებს და განათლების სტანდარტებს.

ამჟამად მეცნიერების ძირითად დარგებში ჩამოყალიბდა მძლავრი ცენტრები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, სამეცნიერო ფონდების და ტეკ-ების კვლევითი ცენტრების ბაზაზე. მსოფლიოში მეცნიერთა გადაადგილება გახდა თავისუფალი. სხვაობა განვი-თარებული და განვითარებადი ქვეყნების შემოსავალში ისე მუშაობს, როგორც ტუმბო, ოღონდ ამჯერად „ტვინთა გადასაქაჩად". ინტერნეტი ქმნის პირობებს იდეებისა და ინოვაციების გაცვლის გასაძლიერებლად, ასევე, უცხოელ მეცნიერთა შესაძლებლობების გამოყენების, მათი ფიზიკური გადაადგილების გარეშე. ეს გარემოება უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის მეცნიე-რების გლობალიზაციის ხარისხს.

დღეს მეცნიერება და ინოვაცია ქმნის ერთიან გლობალურ კომპლექსს, რომელშიც ახალი იდეები და აღმოჩენები, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, საკმაოდ სწრაფად ხდება მსოფლიო მეცნიერების კუთვნილება და საყოველთაო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გაძლიერების ფაქტორი.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ხარისხობრივად ახალი სოციალური მიმართულებაა ეკოლოგიურად სუფთა, ტექნიკურად უსაფრთხო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება. ინოვაციური საქმიანობის სწორედ ამ სფეროში, როგორც არსად, საჭიროა სახელმწიფოს მუდმივად ორგანიზებული და ხელმძღვანელი საქმიანობა, ვინაიდან ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების არასრულყოფილად ჩატარებული კვლევები და ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

„დანერგე ინოვაციები, თუ არა და წააგებ". ეს სიტყვები თანდათან ხდება ყველა მენეჯერის საერთო ლოზუნგი. თუკი კომპანიებს უნდათ წარმატებული კონკურენცია თანამედროვე დინამიკურ და ქაოსით მოცულ გლობალურ კონკურენტულ გარემოში, მათ გამუდმებით უნდა შეიმუშაონ პროდუქციისა და მომსახურების ახალი სახეები და ფართოდ გამოიყენონ ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  ვეშაპიძე შ., გრიშიკაშვილი ა., ლეკაშვილი ე., ასლამაზიშვილი ნ., მსოფლიო ეკონომიკა, თბ., 2008.

2.  ლუტიძე ბ. გლობალიზაცია: არსი, პრობლემები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2003.

3.  ქოქიაშვილი ლ., ქოქიაშვილი ნ. ინოვაციები, თბ., 2015,

4.  ჩარკვიანი გ. პატარა ქვეყნები და გლობალიზაცია. გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა", 16 იანვარი, 2003.

5.  ჭავჭავაძე ი. თხზ., ტ. 9.

6.  Друкер П. Рынок: как выйти в лидеры? Практика и принципы, М.,  1992, с. 181.

7.  Шумпетер И. Теория экономического развития. М., Прогресс, 1982.

8.  Друкер П. Ф. Практика менеджмента. М., Вильмс, 2003.

9.  www.wikipedia.org.ge

10. ka.wikipedia.org